понедельник, 13 марта 2017 г.


1. პროექტის  სახელწოდება:  დედამიწა  თამბაქოს  კვამლის  გარეშე.

2. პროექტის  აქტუალობა: ჯანმრთელობის  მსოფლიო  ორგანიზაცია  გვამცნობს, რომ  თამბაქოს  მოხმარებისაგან  ყოველ 8  წამში  ერთი  ადამიანი  იღუპება!

3. პროექტის  მიზნები:
მოსწავლეებმა  შეძლონ  აღწერონ  თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული  რისკები და დაასაბუთონ  მისი მავნე გავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და საზოგადოების კეთილდღეობაზე. თანაკლასელების ჯგუფთან ერთად, საკუთარ დასახლებაში გამოიკვლიონ ის საშიშროებები, რომლებიც მოსდევს მოზარდების მიერ თამბაქოს მოხმარებას. მოსწავლეებმა  მაგალითებით  დაასაბუთონ, რამდენად  დიდ  ზიანს  აყენებს  თამბაქო  ადამიანის ჯანმრთელობას: არა  მარტო მწეველს, არამედ  არამწეველსაც.

4. მონაწილეთა ასაკი: მე-9 კლასი.

5. ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე.

6. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება  შეიქმნას:
პრეზენტაცია power point - ში, კედლის  გაზეთები, ვიდეორგოლი.

7. პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები: სახელმძღვანელო, საოფისე პროგრამები: Microsoft Word , Microsoft PowerPoint Presentation; პროგრამა movie maker. პროექტორი, კომპიუტერი, ინტერნეტი, ფოტოაპარატი, მარკერები, ფერადი სტიკერები, დაფა, ცარცი, რვეული, კალამი.

8. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
დაიგეგმა  პროექტი. მოსწავლეების  სურვილებისა  და  შესაძლებლობების გათვალისწინებით შეიქმნა  სამუშაო  ჯგუფები: ისტორიკოსები, ქიმიკოსები, ბიოლოგები, მკვლევრები, სამოქალაქო განათლების ჯგუფი. ისინი ინტერნეტიდან მოიძიებენ  მასალას  თამბაქოს  ისტორიის შესახებ. წარმოადგენენ დოკუმენტურ მასალას თამბაქოს  ქიმიური  შემადგენლობისა  და  მის მიერ გამოწვეული დაავადებების შესახებ. მოიძიებენ  სტატისტიკურ  მონაცემებს თამბაქოს  მავნე ზეგავლენის  საჩვენებლად, ჩაატარებენ კვლევას თემში წინასწარ შედგენილი კითხვარის საშუალებით. სამართალდამცავებთან  კონსულტაციის საფუძველზე  ჩამოაყალიბებენ, თუ  რა კეთდება საქართველოში თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გაუმჯობესების მიზნით საერთაშორისო და ეროვნულ კანონმდებლობასთან  შესაბამისობაში  მოსაყვანად და თამბაქოსთან  ბრძოლის ფართომასშტაბიანი  მოძრაობის (კამპანიის  დასაწყებად).
მოსწავლეები მოძიებულ ინფორმაციას დაახარისხებენ, შეაფასებენ, დასკვნებს გააკეთებენ  და  პრეზენტაციის  სახით  წარმოადგენენ.      

9. საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ქართული ენა  და  ლიტერატურა:

ქართ. IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს  სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·   იყენებს არგუმენტაციის სხვადასხვა ფორმას (მიზეზ-შედეგობითი, ანალოგიაზე ან ინდუქციაზე  დამყარებული არგუმენტები);
·  მსჯელობისას იყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან და მხატვრული ტექსტებიდან, სხვადასხვა ფაქტობრივ და სტატისტიკურ მონაცემებს და ა. შ.;

სამოქალაქო განათლება:

მოქ.IX.5. მოსწავლეს  შეუძლია  პიროვნებისა და საზოგადოებისათვის მნიშვნელობის გააზრებით მისდიოს ცხოვრების ჯანსაღ  წესს.
          შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • აღწერს თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკებ და ასაბუთებს მათ მავნე გავლენას ადამიანის ჯანმრთელობასა და საზოგადოების კეთილდღეობაზე.
მოქ. IX 6.  მოსწავლეს შეუძლია   საზოგადოებრივი  უსაფრთხოების  ძირითადი პრობლემების გადასაჭრელად თანამშრომლობა.
           შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • თანაკლასელების ჯგუფთან ერთად, საკუთარ დასახლებაში იკვლევს იმ საშიშროებებს, რაც მოსდევს მოზარდების მიერ თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების გამოყენებას; განიხილავს შესაბამის სტატისკურ მონაცემებს საქართველოს, მეზობელი ქვეყნებისა და მსოფლიოსთვის; ანალიზის საფუძველზე ასახელებს ეფექტური პრევენციული ღონისძიებების მაგალითებს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია საკუთარ დასახლებაში.
ბიოლოგია:
კვლ.IX.4.მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
          შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: 
  • აანალიზებს მონაცემებს  და გამოიტანს დასკვნებს.
ქიმია:

კვლ.IX.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო  საშუალების  გამოყენებით.
             შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: 
  • იყენებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს თვისბრივი და რაოდენობრივი მონაცემების წარმოსადგენად.
10. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): თეონა ოზგებაშვილი.

11. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: tiaozgebashvili@gmail.com